გაკვეთილის გეგმა
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვაჟა- ფშაველა-„ღამე მთაში“(მხატვრული ანალიზი)
|
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
27 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ვაჟას შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უკავია ბუნების
კანონზომიერების გააზრებას და ადამიანის ადგილს ბუნებაში,ამდენად ყოველთვის აქტუალურია,
მითუმეტეს დღეს, გლობალური დათბობის პირობებში.
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
|
XI-7მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი
საშუალებების გააზრება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით. XI-7.I მსჯელობს მხ.ნაწარმოების
სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ.X.5-ხსნის
მწერლისეულ მეტაფორებს.XI-7.6-მსჯელობს მხ. ტექსტში ენობრივი და მხ. შინაარსის გადმოცემის
განსხვავებულ საშუალებებზე.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
გავლილი მასალიდან ბუნების სურათების გახსენება(„ალუდა
ქეთელაური,“ სტუმარ მასპინძელი, „ბახტრიონი“) გამოყენებული მხ. ხერხები.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები.
|
წინასწარ მომზადებული სქემის სქემის მიხედვით.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,წინასწარ მომზადებული სლაიდები.
ქართველი მწერლები სკოლაში-„ვაჟა-ფშაველა“.რვეულები
,კალმები,ცარცი, დაფა.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1. კითხვა-პასუხი.
ლექსის ენობრივი და მხატვრული მხარის გააზრებისტვის
უმნიშვნელოვანესია მხ. ფორმატების /ტროპის სახეების გაანალიზება. ამისათვის მოსწავლეებს
შევახსენებ რა არის გაპიროვნება, რიტორიკული შეკითხვა,დიალექტიზმი... 5წთ.
აქტივობა 2. მარკირებული კითხვა
მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებად. დაამუშავებენ ტექსტს
-გამოყოფენ ტროპის სახეებს , დიალექტიზმენს; დაახასიატებენ მონიშნულ მასალას. კერძოდ
რომელი ფორმა /ფორმები გვხვდება ყველა და რა ეფექტის მიღწევა სცადა მწერალმა მათი
საშუალებიტ. 15წთ.
აქტივობა 3. პარალელების გავლება
მოსწავლეები დამოუკიდებლად წაიკითხავენ ლექსს ,,პროვინციალური
გაზაფხული“-კონტექსტის მიხედვითადა ლექსიკონის
გამოყენებით შეეცდებიან ,,ამოიცნონ“ მწერლისეული მეტაფორები“და დაუკავშირონ ისინი
წინა ლექსსი განხილულ მეტაფორებს. 15წთ.
აქტივობა 4. პრეზენტაცია
მოსწავლეები წარმოადგენენ მატ მიერ გაანალიზებულ საკითხს.
პრეზენტაციისას აქცენტი გაკეტდება იმაზე, თუ რა პრინციპს ირჩევენ წევრები ტროპის
სახეების შერჩევისას, მიმართავენ თუ არა ერთსა და იმავე საშუალებებს. 7წთ.
აქტივობა 5. საშინაო დავალება
მოსწავლეები დაწერენ ესეს - ‘’მხატვრული ხერხების
მნიშვნელობა პოეზიაში“ 3წთ
|
Комментариев нет:
Отправить комментарий